ბლოგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან

აირჩიეთ სასურველი ენა

12.10.08

ბლოგის სტუმრების საყურადრებოდ!

შეხვედრების გრაფიკში ცვლილებაა.
დაგეგმილი შეხვედრები დაიწყება მოგვიანებით, რის შესახებაც პირადად იქნებიან ინფორმირებული მონაწილე სკოლების დირექტორები.
დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ყველა სკოლა.
მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისა და მოთმინებისთვის!

7.10.08

რა იგეგმება 13-დან 31 ოქტომბრამდე

გთავაზობთ ინფორმაციას შეხვედრების შესახებ, რომლებიც დაგეგმილია მომავალ კვირას და რომელთა მიზანია მასწავლებელთა ინფორმირება 2008 წლის ზამთრის კონფერენციის საკონკურსო პირობებისა და სასწავლო რესურსების შესახებ.
შეხვედრები დაგეგმილია 13-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით და ამ სამი კვირის მანძილზე თბილისის ხუთივე რაიონის ყველა სკოლა თანმიმდევრობით მიიღებს მონაწილეობას.
მიმდინარე შეხვედრები ჩატარდება თითო დღეს თბილისის თითო რაიონში.
დაწყებითი სკოლის შეხვედრები კვირის დღეების მიხედვით იგივე თანმიმდევრობით ჩატარდება თბილისის რაიონებისთვის, როგორც ეს გასულ სასწავლო წელს ხდებოდა.
შეხსენების მიზნით გთავაზობთ თბილისის თითოეული რაიონის შესაბამის სამუშაო დღეს:
ორშაბათი - დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი;
სამშაბათი - მთაწმინდა-კრწანისის რაიონი;
ოთხშაბათი - ვაკე-საბურთალოს რაიონი;
ხუთშაბათი - გლდანი-ნაძალადევის რაიონი;
პარასკევი - ისანი-სამგორის რაიონი.
მიმდინარე შეხვედრებთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება და დაზუსტებისთანავე თითოეული სკოლის დირექტორი პირადად იქნება ინფორმირებული იმის შესახებ თუ რომელ სკოლაში და როდის ჩატარდება შეხვედრა.
ამჟამად გთავაზობთ ინფორმაციას მხოლოდ მომავალ კვირაში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ.